0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, არსებობს კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით,საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა კრიტერიუმით სტაბილურად უმჯობესდება, თუმცა ქვეყანაში ყოველდღიურად დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მაღალია.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ზაფხულში, შესაძლოა, საქართველოში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს, თუმცა ეს იმდენად მკვეთრი მატება არ იქნება, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის სახე მიიღოს.

„ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, თუმცა 300 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში მაინც მაღალი მაჩვენებელია. ასევე, რამდენიმე დღის წინ ერთი დღის განმავლობაში 6 გარდაცვლილი გვყავდა – ეს ციფრიც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, მანამ სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები