1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპი : "თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  თუ ის  პუტინთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გახდება

„ჩემი მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო ხისტი და მკაცრია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ჰქონია. გაიხსენეთ სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესე, რუსი დიპლომატები, რომლებიც აშშ-დან გავაძევე. ამდენი რამ რუსეთთან მიმართებაში არავის გაუკეთებია“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური ამბავი იქნება.

„თუმცა, თუ ეს არ იმუშავებს, თუ ურთიერთობებს ვერ დავალაგებთ, მაშინ მე მისი ყველაზე ცუდი მტერი ვიქნები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები