1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯონ მაკკეინი: ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე სარაკეტო დარტყმას დადაბითად აფასებს.

შესაბამისი განცხადება მაკკეინმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო. ასევე, ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს მადლობას ვუხდი ამ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. იმისათვის, რომ შორეულ პერსპექტივაში წარმატებას მივაღწიოთ, სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია გვესაჭიროება", - წერს ჯონ მაკკეინი.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები