1 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში 43 წლის ქართველი მამაკაცი, ქურდობის ბრალდებით დააკავეს

  იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური  43 წლის ქართველ კაცს ქურდობაში ედება ბრალი

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს კრიმინალურ წარსული აქვს. ის ქურდობისთვის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ამჯერად პოლიციამ ის ქალაქ მოდენას ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქურდობისას აიყვანა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულმა სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა, რის გამოც დაცვის სამსახურმა გაჩხრიკა. დაკავებისას მისი ჩანთა ალუმინის ფირფიტებით გაწყობილი აღმოჩნდა, რაც მაღაზიის დეტექტორების სიგნალს ახშობდა. შესაბამისად, მოპარული ნივთების გატანას მაღაზიიდან თავისუფლად ახერხებდა.

 ბრალდებულს ერთი წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები