1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტზე 12 ეჭვმიტანილი დააკავეს - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ლონდონში ტერაქტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რეიდები დაიწყეს. უკვე დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალი ლონდონის ტერაქტთან კავშირში ედებათ. 

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში დააკავეს. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ემბერ რუდის თქმით, დიდი ალბათობით ლონდონის ხიდზე ტერაქტი, რადიკალმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყეს.

 მომხდარის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, ამის შესახებ BBC წერს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 48 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხა. თვითმხილველების გადმოცემით, სამივე მათგანს ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ჟილეტები ეცვათ და ქუჩაში გამვლელებს ცივი იარაღით ჭრიდნენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები