1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პიპა გათხოვდა - "წლის ქორწილი" სამეფო ოჯახში

     კემბრიჯის ჰერცოგინიას უმცროსი და ფილიპა (პიპა) მიდლტონი ცოლად მილიარდერ ჯეიმს მეთიუსს გაჰყვა. წყვილმა ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნო. მათი რომანი უკვე ერთი წელია, გრძელდება.   ბრიტანეთის პრინცესამ ეს მოვლენა "წლის ქორწილად" მოიხსენია     პატარძალი ჯაილს დიქენის ულამაზეს თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. სტივენ ჯონსის ვუალი და სპილოს ძვლისფერი ატლასის მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელი კი საბოლოოდ შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდა. პიპა მიდლტონის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეკლესიაში მივიდა მილიონერი ნეფე - ჯეიმს მეთიუზი. 
   აღსანიშნავია, რომ ახალ დაქორწინებულებმა გამოაცხადეს წესი, რომლის მიხედვითაც ცერემონიას ვერ დაესწრებოდა ის, ვინც დანიშნული არ იყო - "არ არის ბეჭედი, არ არის მოწვევა". ამის გამო, პრინცი ჰარი (უილიამის უმცროსი ძმა) თავის შეყვარებულთან ერთად ცერემონიაზე ვერ მივიდა. სამაგიეროდ, ის სხვა სტუმრებთან ერთად, ახალ დაქორწინებულებს მიდლტონების ოჯახის მიერ მოწყობილ სპეციალურ დარბაზში შეხვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები