1 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპმა FBI-ის მმართველი თანამდებობიდან გაათავისუფლა - რა მიზეზებზე საუბრობენ დემოკრატები?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  FBI-ის ხელმძღვანელი სამსახურიდან დაითხოვა. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ეს გადაწყვეტილება კავშირშია ჰილარი კლინტონის იმეილების გამოძიებასთან.

თეთრი სახლი შოკირებულია ამ განცხადებით და ჯეიმს კომის საქმიანობის ამგვარი დასასრულით.

დემოკრატებს კომის გადაყენებასთან დაკავშირებით სხვა ვერსია აქვთ. მათი თქმით, კომის გათავისუფლება FBI-ის მიერ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირების გამოძიების გამო მოხდა.

მისტერ კომმა გასულ კვირას კონგრესს ჰილარი კლინტონის იმეილებთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაცია გადასცა. როგორც ჩანს, მის წინააღმდეგ მოქმედება სწორედ აქედან დაიწყო.

მირსტერ კომმა  გათავისუფელბს შესახებ მაშინ შეიტყო, როცა ის  FBI-ის აგენტებს სიტყვით მიმართავდა ლოს ანჯელესში. მას პოსტი 10 წლის განმავლობაში ეკავა და მისთვის თანდამდებობიდან მოხსნის ამბავი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ,  გაეცინა კიდეც.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ შემცვლელი დაუყოვნებლივ უნდა მოიძებნოს.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, თითქოს ის აშშ-ს გენერალური პროკურორის რეკომენდაციას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც ჯეიმს კომი არაეფექტურად მუშაობდა დაკავებულ თანამდებობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები