1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარიზში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები

  პარიზის ცენტრი ამ დროისთვის ისევ სამართალდამცავთა ალყის ქვეშ რჩება. პარიზის მეტროს რამდენიმე სადგური ცენტრში დაკეტილია. 

ადგილოვრივი მედია იუწყენა, რომ 39 წლის მამაკაცი  სუბურბის მცხოვრებია და როგორც ჩანს, რადიკალი ისლამისტია. მან ერთი პოლიციელი მოკლა, ორი კი დაჭრა.

რა მოხდა ხუშაბათს?

მანქანა გაჩერდა პოლიციის ავტობუსის გასწვრივ და შეიარღებული მამაკაცი გადმოვიდა მანქანიდან. მან ცეცხლი გახსნა პოლიციის მიმართულებით. ერთი მათგანი გარდაიცვალა , ორი კი დაიჭრა

დამნაშავეს პოლიციამ ცეცხლი  მაშინვე გაუხსნა, ის ადგილზევე გარდაიცვალა

პარიზის პროზექტურაში აცხადებენ, რომ სროლის შემდეგ მოხდა დამნაშავის იდენტიფიკაცია და გადამოწმება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო და მას ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" "ბელგიელად” მოიხსენიებენ. მამაკაცი, რომელმაც შანზ-ელიზეზე ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია. გასულ ღამეს პარიზში მომხდარ თავდასხმაზე, რა დროსაც სამართალდამცველები დაიღუპნენ, პასუხისმგებლობა უკვე აიღო ISIS-მა.

 

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე მარი ლეპენმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე უკვე გააკეთა განცხადება:’’ვწუხვარ ამ ფაქტის გამო და ვდგავარ ყოველთვის ჩვენი პოლიციელების გვერდით, რომლებიც კიდევ ერთხელ გახდნენ თავდასხმის სამიზნეები“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები