1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასეთ საშინელ მდგომარეობაშია დუბაი სტიქიის შედეგად

სტიქია დუბაიში-არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ქარიშხალმა გადაუარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ  აბუ-დაბის, დუბაისა და სხვა საემიროებში ქუჩები დატბორა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი. წვიმის ძლიერი ნაკადის გამო, შენობების სახურავებმა ჩამოშლა დაიწყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყამა საცხოვრებელ სახლებში შეაღწია. დატბორილია მანქანები, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო დაიხურა სკოლები, უამინდობის შედეგად კი ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 

მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის დონე ქუჩებში სწარაფდ იზრდება. ვიდეომასალაში ჩანს , რომ განადგურებულია სამგზავრო თვითმფრინავები. 

ჯერჯერობით სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები