0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

CNN - ბოლო მონაცემებით, პარიზში ტერაქტების შედეგად 155-მდე ადამიანი დაიღუპა

პარიზში ტერაქტების შედეგად 155-მდე ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულთა რიცხვი კი, 220-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გარდაცვლილთა გვამების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

მომხდარის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ასევე გამკაცრდა კონტროლი საზღვრებზე.

თავდაპირველად, სროლები პარიზის 11-ე უბანში გაისმა. უცხო პირმა ცეცხლი კაფეში, ტერასაზე მჯდომი ხალხის მისამართით გახსნა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა გუშინ მძევლებიც აიყვანეს, თუმცა 30-მა ადამიანმა მათ ტყვეობას თავი დააღწია

BBC-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში გუშინ 6 თავდასხმა მოხდა. ყველაზე მეტი, 120 ადამიანი "ბატაკლანის" თეატრზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა. მაყურებელთა ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილი კი ძირს დაწვნენ და მწოლიარე ადამიანებს ესროდნენ, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები. ქვეყანაში ამ დროისთვის არ მუშაობს სასწავლებლები, გასართობი ადგილები, მოქალაქეებს მოუწოდებენ არ დატოვონ საკუთარი სახლები და პანიკას ნუ აყვებიან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები