0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემზარავი ისტორია - 3 წლის ბავშვი დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევა

ჩამოტვირთვა

არდი რიზალუ 3 წლის ინდონეზიელი ბიჭუნაა, რომელიც დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევა. მოწევას იგი საკუთარმა მამამ მიაჩვია. მშობლები ახლა აცხადებენ, რომ პატარას ვეღარ იმორჩილებენ, რათა თამბაქოსთვის დაანებებინონ თავი, იგი ძალიან ჯიუტი და ჭირვეულია, როდესაც მოწევას უშლიან, ბავშვი ყვირის და კედელს ურტყამს თავს. თუმცა გარკვეულ კონსესუსს მაინც მიაღწიეს - ბიჭუნას ნებას რთავენ დღეში მხოლოდ 40 ღერი მოწიოს. დედ-მამა სხვადასხვა საჩუქრებს პირდებიან, იმის სანაცვლოდ, თუ არდი მოწევას დაანებებს თავს, თუმცა ბავშვს სიგარეტის გარდა სხვა არაფერი აინტერესებს. როგორც ჩანს, მათი სოფლის მოსახლეობას დიდად არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მცირეწლოვანი ნიკოტინზე ასე მძაფრადაა დამოკიდებული, უფრო მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ ბავშვი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება და მოწევაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. ინდონეზიაში სტატისტიკურად ყოველი მეოთხე ადამიანი მწეველია და თამაბაქოსადმი დამოკიდებულება პროცენტულად ძალიან მაღალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები