0 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლ უოკერი ცოცხალია!

ჩამოტვირთვა

პოლ უოკერის თაყვანისმცემლების ნაწილი გლოვობს საყვარელი მსახიობის სიკვდილს, მეორე ნაწილი კი ვერ იჯერებს მის გარდაცვალებას და ცდილობს დაამტკიცოს, რომ „ფორსაჟის“ მთავარი გმირი ცოცხალია. ამის დასამტკიცებლად კი სხვადასხვა მაგალითები მოყავთ და ცდილობენ ავარიასთან დაკავშირებული გარკვეული უზუსტობები გამოიკვლიონ. პოლ უოკერი 30 ნოემბერს, ავტოკატასტროფის დროს გარდაიცვალა. პორშეს მარკის ავტომობილი, რომელშიც ის იჯდა, ავტოავარიის შემდეგ მთლიანად განადგურებულია, თუმცა მაინც მოიპოვება სანომრე ნიშნების ფოტო. უოკერის ფანები ამ ფოტოს ადარებენ მეორე სურათს, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. ამ ორ ფოტოში არსებული მანქანის ნომრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს კი იმის საბაბს იძლევა, კიდევ უფრო მეტად გაამყარონ ეჭვი რომ მსახიობი ცოცხალია. გარდა ამისა, არ არსებობს არცერთი ფოტო და ვიდეო, სადაც უოკერის ცხედარია ასახული, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ უოკერისა და როჯერ როდასის ცხედარი, რომელიც საჭესთან იჯდა, იმდენად დასახიჩრებული და დამწვარი იყო, რომ მათი იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა, შემდეგ კი მიცვალებულების სტომატოლოგიური ბარათებით მოხდა მათი ამოცნობა. პოლ უოკერის გარდაცვალების შემდეგ ინტერნეტში აიტვირთა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ემზადება მსახიობი გასამგზავრებლად. აღნიშნული ვიდეო სექტემბერშია გადაღებული, თუმცა უოკერის თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი საბაბი მიეცათ იმაზე დასაფიქრებლად, რომ ვიდეორგოლი ავარიის შემდგომაა გადაღებული. რაც შეეხება კინოსურათ „ფორსაჟის“ მეშვიდე სერიას, მისი გადაღებები ჯერ არ დასრულებულა. უოკერს კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი უნდა შეესრულებინა მასში. ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინი აცხადებს, რომ მთელი გადამღები ჯგუფი შეძრწუნებულია მომხდარით და ამ ეტაპზე საერთოდ არ ფიქრობენ ფილმზე. პოლ უოკერი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს დაკრძალეს. მის დაკრძალვას ოჯახის წევრები, უახლოესი ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები