0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დამარხული მამაკაცი საფლავიდან წამოდგა

ჩამოტვირთვა

ეს უცნაური შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. სან-პაულოს სასაფლაოზე მისულ ადგილობრივ მაცხოვრებელს საფლავიდან უცნაური ხმები ესმოდა, შემდეგ მიწას დააკვირდა და აღმოჩნდა, რომ საფლავი იძვროდა, ვიღაც კი იქდან ამოსვლას ლამობდა. შეშინებულმა მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ, ქალის მონათხრობი არავინ დაიჯერა, ამიტომ მან სასაფლაოს დაცვას მიმართა. აღმოჩნდა, რომ საფლავში მართლაც იყო ცოცხალი ადამიანი დამარხული, რომელსაც თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მისი წამებით მოკვლა განიზრახეს და ამიტომ ამ შემზარავ ხერხს მიმართეს - მამაკაცი ცოცხლად დამარხეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები