0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰიჯრა - მესამე სქესი, რომელიც კასტრაციის შემდეგ ყალიბდება

ჩამოტვირთვა

ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში არსებობს მესამე სქესი - ჰიჯრა, რომელიც კასტრირებული მამაკაცების რელიგიურ-სოციალური ერთობაა. ისინი ქალებივით გამოიყურებიან, მათსავით იცვამენ, მაკიაჟს იკეთებენ და ქალღმერთ იპოტასს ეთაყვანებიან. მათი რწმენის მიხედვით, ადამიანი ნამდვილი ჰიჯრა მაშინ გახდება, როცა კასტრაციის რიტუალს გაივლის. ისინი ერთად ცხოვრობენ და საერთო წესებს იცავენ. ძირითადად თავს პროსტიტუციითა და მსახიობობით ირჩენენ. ჰიჯრების წრეში ძირითადად შედიან ჰერმაფროდიტები, ბისექსუალები, ჰომოსექსუალები და ტრანსსექსუალები. ხოლო მათდამი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან სხვადასხვაგვარია - ნაწილი ნეგატიურადაა განწყობილი ჰიჯრების მიმართ, ნაწილი პოზიტიურად. მესამე სქესის ადამიანების რაოდენობა კი მარტო ინდოეთში არაოფიციალური მონაცემებით 5 მილიონს აღწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები