0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაშლილი აქცია და დაკავებული მანიფესტანტები ბაქოში

ჩამოტვირთვა

ბაქოში პოლიციამ არასანქცირებული დემონსტრაცია დაშალა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პარლამენტის დათხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პრეზიდენტის გადადგომა იყო. მერიის უარის მიუხედავად, აქციის ჩატარებაზე სანქციის გაცემის შესახებ, ოპოზიციის ლიდერებმა მომხრეების შეკრება სოციალური ქსელების მეშვეობით შეძლეს. ოპოზიციის მომხრეები ქალაქის ცენტრალურ - შადრევნების მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებისთანავე მოედანზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. პარტია "აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი, მათ შორის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. პოლიციამ პარტია "მუსავათის" 13 წევრიც დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები