0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღესთავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი გაათავისუფლა. მის ნაცვლად კი, აღნიშნულ თანამდებობაზე მოსკოვის ოლქის გუბერნატორი სერგეი შოიგუ დანიშნა. პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით, სერდიუკოვის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო. ამ თანამდებობაზე შოიგუს დანიშვნა კი პრემიერის რეკომენდაციით მოხდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში სერდიუკოვი ჰოლდინგ “ობორონსერვისთან” დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, რა დროსაც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ კომპანიაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები