0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა ქარიშხლის მოლოდინში

ჩამოტვირთვა

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა ქარიშხალ "სენდის" დასახვედრად ემზადება. სინოპტიკოსების ცნობით, სტიქია აღნიშნულ რეგიონს უახლოეს დღეებში დაატყდება თავს. ქარიშხლის ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრა ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა მეტეოროლოგები დარწმუნებული არიან, რომ ყველაზე მეტ ზიანს ის ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებს მიაყენებს. ნიუ იორკის მერმა უკვე მიმართა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ 28 ოქტომბრიდან მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა მუშაობა შეწყვიტოს საქალაქო ტრანსპორტმა და იმ შემთხვევაში, თუ ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს გადააჭარმებს, ქალაქში არსებული ხიდების უმრავლესობაზე მოძრაობა აიკრძალება. მანამდე "სენდიმ" კუბას, იამაიკას, ჰაიტის და ბაჰამის კუძულებს გადაუარა, სადაც ქარიშხლის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 38 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები