1 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭუჭყიან ავტომანქანებზე შექმნილი მხატვრობა

ჩამოტვირთვა

ამერიკელმა სკოტ უაიდმა დამტვერილი ავტომანქანები ხელოვნების შედევრებად აქცია. უაიდი პროფესიონალი მხატვარია, იგი პორტრეტებს ხატავს, ხოლო ჭუჭყიან ავტომანქანებზე ხატვა მისი ჰობია. გატაცება სპონტანურად გაჩნდა - ქუჩაში სასეირნოდ გამოსულმა სკოტმა მომდევნო სურათის კომპოზიციაზე ფიქრისას იქვე გაჩერებულ მანქანაზე მექანიკურად ესკიზი მოხაზა. აჟამად მის ნამუშევრებს მთელ მსოფლიოში იცნობენ. ხოლო იმ მანქანების მეპატრონეებმა, რომელთა ავტომობილი უიადმა ტილოდ გამოიყენა, არ იციან, უხაროდეთ თუ წუხდნენ, რადგან ერთი მხრივ, მათ განკარგულებაში ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მეორეს მხრივ კი ასეთი მანქანით ვეღარ ივლი, ხელოვნების შედევრის ავტოსამრეცხაოში წაყვანა კი დასანანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები