1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროსაბჭო რუსეთს ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებას სთხოვს

ჩამოტვირთვა

ევროსაბჭო რუსეთს ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებას სთხოვს და კრემლის აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებს. უმწვავესი დასკვნა "ომი საქართველოსა და რუსეთს შორის და ჰუმანიტარული სიტუაცია ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე" ევროსაბჭოს მიგრაციის კომიტეტმა, შვედეთის წარმომადგენელმა თინა აკეტოფტმა მოამზადა. დასკვნა კრიტიკულია. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროსაბჭო შეშფოთებულია. რადგან რუსული აგრესიიდან თითქმის 4 წელია გასული და კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების თვალსაზრისით, წინსვლა არ არის. გაიზარდა ინციდენტების რიცხვი და რუსული საჯარისო ნაწილების რაოდენობა. საქართველოს რეგიონი აფხაზეთი მთლიანად იზოლირებულია, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული. გალში მცხოვრები ქართველები მუდმივად არიან საფრთხის ქვეშ, იზღუდება ქართულ ენაზე განათლების მიღება სკოლებში. იძულებით გადაადგილებულები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, იმის მიუხედავად, რომ ევროსაბჭომ არაერთხელ მოითხოვა რეზოლუციებში მათი უპირობო დაბრუნება. საფრთხის ქვეშაა ქართული ისტორიული ძეგლები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ ანგარიშს ევროსაბჭო ზაფხულში ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები