1 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშევიჩი საქართველოს საგარეო უწყებას პასუხობს

ჩამოტვირთვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა საქართველოს მიერ "ღია ცის შესახებ შეთანხმების" ვალდებულების შეწყვეტის შესახებ კომენტარი გააკეთა და ქართული მხარე რუსეთის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა . "ქართული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის მონაწილეობით. თბილისის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს "ღია ცის შესახებ შეთანხმების" უხეშ დარღვევას. თბილისში კარგად ესმით, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით, რუსეთი მათთან მიმართებაში იყენებს ღია ცის შესახებ შეთანხმების მდგომარეობას, რომელიც 10 კილომეტრით ახლოს კრძალავს საინსპექციო ფრენებს იმ სახელმწიფოების ტერიტორიებთან, რომლებიც არ არინ შეთანხმების წევრი ქვეყნები. პრაქტიკულად, ეს აკრძალვა არაფერს ცვლის. – განაცხადა ლუკაშევიჩმა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსული მხარე შექმნილი ვითარების შესახებ სრულ ანალიზს ჩაატარებს და შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს აცნობებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები