1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ახალ ფილმში კვლავ ერთად ითამაშებენ

ჩამოტვირთვა

7 წლის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შესაძლოა ახალ ფილმში სახელწოდებით „ადვოკატი“ კვლავ ერთად ითამაშონ. ვებგვერდ დედლაინ. ქომის ინფორმაციით ფილმის პროდუსერები ამ დრომდე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჰოლივუდურ ვარსკვლავურ წყვილთან. უკვე ცნობილია ფილმის სიუჟეტი, კინოსურათი ადვოკატის შესახებაა რომელიც ნარკოტრეფიკის საქმეს იძიებს. თუმცა კულუვარებში იმასაც ამბობენ, რომ ჰოლივუდის სექსიმბოლო ანჯელინა ჯოლი ახალ ფილმში მხოლოდ მცირე ეპიზოდურ როლს შეასრულებს. ფილმის გადაღებები ევროპაში უახლოეს თვეებში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კინო დუეტი ფილმში მისტერ და მისის სმიტები 7 წლის წინ შედგა, რამაც წყვილს უდიდესი წარმატება მოუტანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები