1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მადონას ახალი არომატის რეკლამას ცენზურა შეეხო

ჩამოტვირთვა

ამერიკულმა არხმა ABC-მ სუნამო Truth Or Dare-ის ჩვენება აკრძალა. სიტუაციას ვერც იმან უშველა, რომ კლიპში თავად პოპდივა მონაწილეობს. არხმა უარი თქვა რეკლამის გაშვებაზე მანამ, სანამ ზედმეტად პიკანტურ კადრებს არ შეცვლიან. "ABC-მ განიხილა რგოლი და უკან დაგვიბრუნა მოთხოვნით, რომ ბიუსტჰალტერის ზომა სამამდე გაიზარდოს, რათა მადონას მკერდის სრულად დაფარვა შეძლოს. უნდა დაგრძელდეს კორსეტიც", - აცხადებს "დაზარალებული" მხარე. ამას გარდა, არხი აცხადებს, რომ აღნიშნულ რეკლამას მხოლოდ საღამოს 9 საათის შემდეგ გაუშვებს ეთერში. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა მადონა ამ პროვოკაციას თავისი ახალი სუნამოს რეკლამირებისთვის?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები