1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 წელი სახის გარეშე და უნიკალური ოპერაციის გასაოცარი შედეგი

ჩამოტვირთვა

37 წლის მამაკაცს ქირურგებმა, სახის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, გარეგნობა მთლიანად აღუდგინეს. ნორისს 1997 წელს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, სახე დაუზიანდა. სპეციალისტების განცხადებით, ეს ერთერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა, რომელიც ამ დარგში აქამდე ჩატარებულა. დონორის ვინაობა უცნობია. მისი ორგანოები, ნორისის გარდა, კიდევ 5 სხვა ადამიანისთვის გამოიყენეს. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმების ინფორმაციით, ოპერაცია 36 საათს გაგრძელდა. ნორისი ახლა თავს კარგად გრძნობს. ტრანსპლანტაციიდან ექვსი დღის შემდეგ, მან გამოჯანმრთელება იმაზე სწრაფად დაიწყო, ვიდრე ექიმები მოელოდნენ. ნორისს უკვე წვერის გაპარსვა და კბილების გაწმენდაც შეუძლია, ასევე დაუბრუნდა ყნოსვის შეგრძნება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. ექიმ ედუარდო როდრიგესის თქმით, ნორისი 15 წლის განმავლობაში ნიღაბს ატარებდა და გარეთ მხოლოდ ღამის საათებში გადიოდა. სახის ტრანსპლანტაციის შემდეგ, მან სრულფასოვანი ადამიანივით ცხოვრება დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები