1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იაპონიამ შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა

ჩამოტვირთვა

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნაოკი ტანაკამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამსახურის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ ბრძანება გასცა, იმ შემთხვევისთვის, თუ ჩრდილოეთ კორეის რაკეტმზიდი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდება და რომლის გაშვებაც ორბიტაზე აპრილის შუა რიცხვებისთვის იგეგმება. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მათივე ცნობით, იაპონიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს "პეტრიოტის" იაპონიის რამდენიმე კუნძულზე დისლოკაციის შესახებ, რომლებიც, ასევე, მიმართული იქნება დედაქალაქის ზონისკენ. იაპონიის მთავრობის მდივნის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ქვეყნის უშიშროების საბჭო შეიკრიბება, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, აშშ-მ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, ასევე გაერო-ს გენმდივანმა ფხენიანს უკვე მოუწოდეს, თავი შეიკავოს ამ პროექტის განხორციელებისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები