1 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის შსს საქართველოს მსგავსი რეფორმების გატარებას აპირებს

ჩამოტვირთვა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში ისეთივე რეფორმების გატარებას აპირებს, როგორიც საქართველოში მოხდა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტოები ავრცელებენ. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის გამჭვირვალე შენობების მშენებლობას აპირებს, სადაც დახურული ოთახები აღარ იქნება, რაც სამართალდამცველების მიერ დაკავებულებზე ზეწოლის ფაქტებს მინიმუმამდე შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება ყაზანში ვიზიტისას რაშიდ ბურგალიევის მოადგილემ გააკეთა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თათრეთის რესპუბლიკაში სამართალდამცველებმა ცემით ერთ-ერთი დაკავებული მოკლეს. მომხდარს რესპუბლიკაში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები