1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბერძნეთში მოკლული მოზარდის დედა ბრალდებულების დასჯას ითხოვს

ჩამოტვირთვა

საბერძნეთში მოკლული ქართველი მოზარდის დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დასჯას ითხოვს. 2006 წელს გაუჩინარებული 11 წლის ალექს მესხიშვილის დედა 6 წლის შემდეგ საქმეზე მუშაობის განახლებას და მკვლელების დაკავებას მოითხოვს. საბერძნეთის პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით ძიება დაასრულა, თუმცა ბავშვის ცხედრის პოვნა ვერ მოხერხდა. მკვლეობაში ბრალი მის თანატოლებს ედებათ. მათ დანაშაული აღიარეს. გარდაცვლილი მოზარდის დედა აცხდებს, რომ საქმე კვლავ ბურუსითაა მოცული და დამნაშავეები სათანადოდ არ დასჯილან. საქმეზე აქტიურად მუშაობდა საქართველოს საკონსულო საბერძნეთში, თუმცა უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით მათთვის დიდი ხანია არავის მიუმართავს. 11 წლის ალექს მესხიშვილი საბერძნეთში 2006 წელს გაუჩინარდა. ბერძენი სამართალდამცვლების ძიების შედეგად დადგინდა, რომ მოზარდი მისმა თანატოლებმა ჩხუბის დროს მოკლეს, მისი ცხედარი კი გადამალეს. იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნების ბრალი გამოიკვეთა, ბერძნულ პოლიციას არავინ დაუკავებია. ცოტა ხნის წინ დაღუპულის დედამ ნათელა იჩუაიძემ ინტრვიუ საბერძნეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები