1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვედმა კაცმა ყინულის ქვეშ მოყოლილ მანქანაში 2 თვე იცხოვრა

ჩამოტვირთვა

შვედმა კაცმა ყინულის ქვეშ მოყოლილ მანქანაში 2 თვის განმავლობაში იცხოვრა. 44 წლის პიტერ სკილბერგს ამ პერიოდის განმავლობაში საკვები არ მიუღია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტემპერატურის მინუს 30 გრადუსამდე ვარდნის გამო, მანქანის სალონი და სკამები ყინულით არის დაფარული. სკილბერგი ბუნების მოყვარული ადამიანია, მას სტიქიური უბედურება მაშინ შეემთხვა, როდესაც ფოტოების საგადასაღებად სამოგზაუროდ წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულის წინააღმდეგ დეკემბერში საქმე აღიძრა, ვინაიდან მას 150 ათას ფუნტ სტერლინგს ედავებიან. მეზობლების განცხადებით, სკილბერგი მეგობარ გოგონას სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა. მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა 20 წლის წინ შეწყვიტა. პოლიციელები და ექიმები გაოცებულები არიან, ვინაიდან ვერავის წარმოედგინა, რომ ადამიანს ყინულის ქვეშ 2 თვის განმავლობაში შეეძლო საკვების გარეშე ეცხოვრა. სკილბერგის მანქანაში საკვები ნარჩენების კვალიც აღმოაჩინეს, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე დღისთვის იქნებოდა საკმარისი. სკილბერგი ამჟამად მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის. მას ჰიპოთერმიის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მათს უწყებაში არ შესულა. ყინულის ქვეშ მოყოლილ სკილბერგს საუბარი უჭირს, ერთადერთი სიტყვა რომელიც მან წარმოთქვა იყო - საჭმელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები