2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაზე დაბალი კაცი 56 სანტიმეტრია და 12 კილოს იწონის

ჩამოტვირთვა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი ნეპალში ცხოვრობს. 72 წლის ჩანდრა ბაადურ დანგის სიმაღლე 56 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა მხოლოდ 12 კილო. როგორც დანგი ამბობს, თავისი სიმაღლის გამო ყოველთვის რცხვენოდა, მაგრამ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება, თუ გინესის რეკორდების წიგნში შესასვლელად ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებს. მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი ინდოეთში მცხოვრები გულ მოჰამედი იყო. მისი სიმაღლე 57 სანტიმეტრს შეადგენდა. ის 1997 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნეპალში მცხოვრები დანგი აღნიშნავს, რომ მისი სიმაღლე ყოველთვის ხდებოდა იუმორისტული შოუების დაცინვის საგანი. გინესის რეკორდების ექსპერტები ნეპალში ჩასვლასა და 72 წლის კაცის სიმაღლეში გაზომვას გეგმავენ. ყველაზე დაბალ კაცს ხუთი ძმა ყავს და ხუთივეს სიმაღლე ნორმალურია. როგორც დედმამიშვილები ამბობენ, დანგის ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები