2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უიტნი ჰიუსტონს მშობლიურ ქალაქ ნიუ-ჯერსში დაკრძალავენ

ჩამოტვირთვა

უიტნი ჰიუსტონის ცხედარი ლოს ანჯელესიდან მშობლიურ ქალაქ ნიუ ჯერსიში გადაასვენეს. ვარსკვლავის გადასასვენებლად მის ოჯახს პირადი თვითმფრინავი რეჟისორმა ტაილერ პერიმ შესთავაზა. მომღერლის ოჯახი ნიუ–არკის სპორტკომპლექსში, რომელიც 18 ათას მაყურებელს იტევს, უიტნი ჰიუსტონთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის მოწყობას ითხოვს. მომღერალს, სავარაუდოდ, 17 თებერვალს დაკრძალავენ. ათობით ადამიანი მიდის იმ სასტუმროსთან, სადაც ჰიუსტონი გარდაიცვალა. ბევერლი ჰილტონთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. მომღერლის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, უიტნი ჰიუსტონის ნომერში ფსიქოტროპული პრეპარატი „ქსანაქსი“ იპოვეს, რომელსაც მომღერალი ექიმის დანიშნულებით იღებდა. არსებობს ეჭვი, რომ მომღერალმა მედიკამენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მიიღო, რამაც გონება დააკარგვინა და აბაზანაში ჩავარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები