2 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიოს კარნავალი ისევ ჩაშლის პირასაა

ჩამოტვირთვა

ბრაზილია წლის ულამაზესი მოვლენის -რიოს კარნავალისთვის ემზადება. ყველაზე ლამაზი, ცხელი და ყველაზე ემოციური კარნავალი 17 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვით გაიმართება. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, რიო დე ჟანეიროში წინასაკარნავალო რეპეტიცია გაიმართა. ადგილობრივი პოლიციის გაფიცვასთან დაკავშირებით, ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობაა გამწვავებული. პოლიციელების გაფიცვამ დამნაშავეებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მხოლოდ მკვლელობათა შემთხვევები 130%-ით გაიზარდა. რეგიონში, სამთავრობო შეიარაღებული ძალები შეიყვანეს. არასტაბილური მდგომარეობის შედეგად მრავალმა მსახიობმა და მოცეკვავემ, რომლებსაც სალვადორში 17-დან 22 თებერვლამდე, კარნავალში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, გამოსვლაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა კარნავალთან დაკავშირებით, ავიაკომპანიებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა სპეციალური ტურპაკეტების გაყიდვა უკვე დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია კარნავალისთვის და ტურისტების მისაღებად მთელი წლის განმავლობაში ემზადება. ქვეყნის მთავრობას უკვე გაწერილი აქვს კალენდარი, რომლის მიხედვითაც დადგენილია 2040 წლის ბოლომდე თუ კონკრეტულად რომელ თარიღებში გაიმართება წლის ულამაზესი მოვლენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები