2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრემის 2012 წლის ცერემონიის 6 ნომინაციაში ადელემ გაიმარჯვა

ჩამოტვირთვა

გრემის დაჯილდოვების ცერემონიალზე ყველაზე მეტი პრიზი მომღერალმა ადელემ მიიღო, ის გამარჯვებული 6 ნომინაციაში გახდა. წლის საუკეთესო ალბომად ადელეს „21“ დასახელდა, ამავე მომღერალმა მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო ვოკალის ნომინაციაში. წლის სიმღერად ადელეს „Rolling In The Deep“ დასახელდა. ადელემ მიიღო ჯილდოები საუკეთესო სოლო-წარმოდგენისა და მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკლიპის ნომინაციებში. საუკეთესო ახალ შემსრულებლად ბონ ივერი დაასახელეს. წლის პოპ-დუეტის სტატუსი ემი ვაინჰაუსისა და ტონი ბენეტის სიმღერას „Body And Soul “ მიენიჭა. საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ნომინაციაში სკრილექსმა გაიმარჯვა. წლის როკ-წარმოდგენის, საუკეთესო როკ-კომპოზიციისა და წლის როკ-ალბომის ჯილდოები Foo Fighters-მა მიიღო. საუკეთესო R&B სიმღერად Fool For You დაასახელეს. წლის რეპ-წარმოდგენის ტიტული ჯეიზისა და კანიე ვესტის დუეტს ხვდა წილად. ქანთრის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო ტეილორ სვიფტმა მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები