2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 წლის უზბეკს ობამაზე თავდასხმის მცდელობისთვის 30 წელი მიუსაჯეს

ჩამოტვირთვა

უზბეკეთის მოქალაქემ პრეზიდენტ ბარაქ ობამაზე თავდასხმის დაგეგმვა აღიარა. უცხოური მედიის ცნობით, 22 წლის ბრალდებული, ულუგბეკ კოდიროვი აშშ-ში არალეგალურად იმყოფება. სასამართლოში მას ობამაზე თავდასხმის მცდელობა, იარაღის უკანონო შენახვა და ტერორისტებთან თანამშრომლობის ბრალდება წაუყენეს. დამნაშავემ გამოძიებასთან ითანამშრომლა. მას ციხეში 30 წლის გატარება მოუწევს. ბრალდების თანახმად, კოდიროვი აშშ-ში 2009 წელს სასწავლო ვიზით ჩავიდა, თუმცა სწავლა არ დაუწყია. აშშ-ში ის დაუკავშირდა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს, რომელიც საქმეში ფიგურირებს, როგორც ემირი. მისი პირდაპირი ხელმძღვანელობით, კოდიროვმა დაიწყო აშშ-ს პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები