2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინგლისის დედოფლის ბრილიანტის იუბილე

ჩამოტვირთვა

დიდი ბრიტანეთი ელიზაბეტ მე–2 ის მმართველობის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ექვსი საიუბილეო საფოსტო მარკა და ახალი დოკუმენტური ფილმი „ბრილიანტის დედოფალი“ ცნობილი ტელეწამყვანის და ჟურნალისტის ენდრიუ მარის ხელმძღვანელობით გამოვიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში, მრავალრიცხოვანი ღონისძიებები და გამოფენები გაიმართება. დედოფლის პატივსაცემად კი ,,ჰაიდ პარკში’’ საზეიმო ფეიერვერკს გაისვრიან. 10 წლის პრინცესა ელიზაბეტ ალეკსანდრა მერი უინდsორი ტახტის მემკვიდრე მას შემდეგ გახდა, რაც 1936 წლის დეკემბერში მეფე ედუარდ მერვემ ტახტზე უარი განაცხადა. ინგლისელი მონარქის გეორგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს პრინცესა ელიზაბეტა, დიდი ბრიტანეთის დედოფლად გამოცხადდა. ოფიციალური სატახტო ცერემონია, ვესტმინსტერის სააბატოში ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 2 ივნისს გაიმართა. დედოფალი მაშინ ჯერ კიდევ 27 წლის იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს პრინცესა თავისი ნებით სამხედრო სამსახურში შევიდა და სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. ელიზაბეტ მეორეს და მის მეუღლეს ედინბურგის ჰერცოგს 4 შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავთ. 2007 წელს ცოლ–ქმარმა ერთად ცხოვრების 60 წლის იუბილე აღნიშნა, რასაც ,,ბრილიანტის იუბილე’’ დაერქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები