2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსი ხალხი მეტის მოთმენას აღარ აპირებს

ჩამოტვირთვა

„რუსეთის მთავრობა ჰოსნი მუბარაქის და მუამარ ალ-კადაფის დამხობილი რეჟიმების გზას ადგას და თავად ქმნის იმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს. კრემლი ყურს არ უგდებს საკუთარი ხალხის მოთხოვნებს, ახშობს პროტესტს და ნამდვილ დემოკრატიულ პროცესებს. პუტინი იმ სახალხო რევოლუციების წინააღმდეგობას უდგას სათავეში, რომლის მოწმეც მსოფლიო ბოლო წლის განმავლობაში გახდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, The Cable-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. „მოუსმინეთ იმას, თუ რას ამბობენ თავად რუსეთის ლიდერები. ისინი აცხადებენ– ჩვენ არ ვართ ლიბია, ან ეგვიპტე, რუსეთი ამ გზით არ წავა. მე ეს ადრე სხვა ლიდერებისგანაც მომისმენია, საბჭოთა ლიდერებისგან. და როგორც კი თქვენ ასეთ საუბარს იწყებთ, ის წინასწარმეტყველებასავითაა, რომელიც ახდება და შემდეგ იწყებთ სწორედ ისეთ მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ამ გზით ხელისუფლების დაკარგვას. წელს, პუტინის მოსალოდნელი დაბრუნება პრეზიდენტად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შემდგომი ვადისთვის დამახასიათებელი იქნება რეალური რეფორმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის გარეთ. რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინიც გამოეხმურა. სენატორი პუტინს არაბული ზაფხულის მოახლოებას ატყობინებს. ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მაკკეინი წერს: "ძვირფასო ვლად, არაბულმა გაზაფხულმა შენს ქვეყანაში, მოსკოვის ქუჩებში, ყინვაში გადმოინაცვლა" ამ მოვლენების ფონზე, რუსეთის პრემიერი „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსეთში დემოკრატია არის, თუმცა არსებული დემოკრატიული მექანიზმი განახლებას საჭიროებს: „ნამდვილი დემოკრატია ერთდროულად არ იქმნება. საზოგადოება მზად უნდა იყოს დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებისათვის. დემოკრატია მუშაობს იქ სადაც ხალხი მზად არის მასში რამე ჩადოს. დღეს ჩვენი საზოგადოება 2000 წელთან შედარებით სულ სხვა ეტაპზე დგას. საზოგადოების ნაწილი უფრო უზრუნველყოფილი, განათლებული, დაცული და მომთხოვნი ხდება. პოლიტიკური კონკურენცია დემოკრატიის მამოძრავებელი ძალაა. თუ ასეთი კონკურენცია სოციალური ჯგუფის ინტერესებს ირეკლავს, ის მრავალგზის აძლიერებს სახელმწიფოს. ქართული მხარე რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებს დაუჭრს მხარს, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებაში პუტინისეულ რუსულ დემოკრატიას ეჭვის თვალით უყურებენ. რუსეთში გაბატონებული ავტორიტარული რეჟიმიდან გამომდინარე, ხალხის უკმაყოფილება იზრდება. პროტესტი გამოწვეულია კორუფციის მაღალი მაჩვენებლით, პოლიტიკური ელიტის მხრიდან ძალაუფლების გადამეტებითა და ბოროტად გამოყენებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობა სრულ მზადყოფნაშია კანონიერად დაიცვას კონსტიტუციური უფლებები. „რუსეთი პუტინის გარეშე“ ამ ლოზუნგით, 100 000 მეტი დემონსტრანტი მოსკოვის ცენტში, 4 თებერვალს, –20 გრადუსიან ყინვაში გამოვიდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ბოლოტნის მოედანზე, სადაც მათ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ხელოვანებმა. დემონსტრაციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. სანქტ პეტერბურგში, ტომსკში, ხაბაროვსკში. დემონსტრანტები მოითხოვდნენ რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას, საარჩევნო რეფორმებს და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულ პირთა, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკის გათავისუფლებას. პარალელურად მოსკოვში პუტინის მხარდამჭერებმა აქცია გაიმართეს, სახელწოდებით ანტი–ნარინჯისფერი პროტესტი, რომელშიც 23 000–მდე ადამიანი მონაწილეობდა. 4 თებერვლის დემონსტრაციები რუსეთში რიგით მესამე მასშტაბური პროტესტია დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნების გაყალბების ბრალდებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები