2 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები რუსეთში

ჩამოტვირთვა

რუსეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. სიცივის მიუხედავად სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინს პენსიაზე გასვსლისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდენდნენ. აქციის ორგანიზატორები რუსეთის ლიბერალური, ნაციონალური და კომუნისტური პარტიების ლიდერები იყვნენ. პუტინის მოწინააღმდეგეთა აქციების პარალელურად ქუჩებში რუსეთის პრემიერის მხარდამჭერებიც გამოვიდნენ. ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა მოთხოვნა სტაბილურობა გახლდათ, რომლის შენარჩუნებაც მათი აზრით მხოლოდ პუტინს შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები