2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გადაწყვეტილება დაბლოკეს

ჩამოტვირთვა

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების დასაბლოკად ვეტოს უფლება გამოიყენეს. რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ქვეყანაში ძალადობის დასრულებას ისახავდა მიზნად და ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს გადადგომისკენ მოუწოდებდა, მხარი საბჭოს ყველა დანარჩენმა წევრმა დაუჭირა. პროექტს მხარს არაბთა ლიგაც უჭერდა. პროექტი საგანგებო სხდომაზე, ნიუ იორკში განიხილეს. რუსეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილება შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა. სიუზენ რაისის თქმით, დღეის შემდეგ ქვეყანაში უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობებზე პასუხისმგებლობა სწორედ ჩინეთსა და რუსეთს ეკისრება. მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ არეულობის დაწყების შემდეგ ქვეყანაში უკვე 2 000 ადამიანი მოკლეს. მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ათასობით ადამიანი ელოდა. დემონსტრაციები გაიმართა გერმანიაში, ავსტრალიასა და თურქეთში. სირიის საელჩოებთან შეკრებილები ბაშარ ასადის გადადგომას ითხოვდნენ და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ავსტრალიის ქალაქ კანბერაში დემონსტრანტებმა საელჩოს შენობის ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს. აქციები ასადის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა გერმანიის ქალაქებში. ასობით ადამიანი გამოვიდა სტამბულის ქუჩებშიც. სირიის საკონსულოსთან ისინი ქალაქ ჰომსში მომხდარ ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდნენ და ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები