2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგიკული ავარია ნოვოსიბირსკში

ჩამოტვირთვა

შემზარავი ავტოსაგზაო შემტხვევა ნოვოსიბირსკში. 5 ავტომობილი საგზაო შემთხვევის მონაწილე ერთდროულად გახდა. ტოიოტას მძღოლმა გასწრების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრ ზოლში აღმოჩნდა. შოკისმომგვრელი კადრები სამოყვარულო კამერამ დააფქსირა. ტოიოტას მძღოლი მარჯვენა მხრიდან გასწრებას ცდილობს, თუმცა საჭეს ვერ იმორჩილებს და დიდი სიჩქარით შემხვედრს ეჯახება. შემთხვევის ადგილი უფრო საბრძოლო ველს ჰგავდა. „ტოიოტას“ მძღოლი სასწაულმა გადაარჩინა, თუმცა მგზავრები მოტეხილობებითა და სხვადასხვა ტრავმებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ახალგაზრდა შეჯახების დროს წინა კარიდან გადმოვარდა და სავალ გზაზე აღმოჩნდა, სადაც „სუბარუს“ მარკის მანქანამ გადაუარა. გასაკვირია, მაგრამ ალექსეი გადარჩა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების თქმით, მას მხოლოდ ტვინის შერყევა და მოტეხილობა აქვს ხელის არეში. ერთადერთი გარდაცვლილი, გვერდზე მჯდომი ახალგაზრდა აღმოჩნდა. საქმეს სამართალდამცველები იძიებენ. საუბარია იმაზე, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ტოიოტას“ მძღოლს 5 დამტვრეული მანქანის ზარალის ანაზღაურებაც მოუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები