2 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაიცანით: მეძავი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი

ჩამოტვირთვა

იხსნის ბლუზის ღილებს, აცვია ძალიან მოკლე ქვედაბოლო და დაუფარავად ეფლირტავება უამრავ მამაკაცს - ერთი სიტყვით, მეძავს ახალ ტელესერიალში "კლიენტების სია" (The Client List) ჯენიფერ ლავ ჰიუიტი განასახიერებს. "კლიენტების სია" ტელეარხ Lifetims-ის ეთერში სულ მალე გავა. ისტორია დაფუძნებულია რეალურ სკანდალურ ამბავზე, რომელიც ქალაქ ოდესაში განვითარდა. ეს ზღვისპირა უკრაინული ქალაქი არ გეგონოთ - ამავე სახლწოდების ქალაქი ამერიკულ შტატ ტეხასშიც მდებარეობს. ისტორია თითქოს ბანალურია: სამი შვილის დედა იმისათვის, რომ თავი ირჩინოს, მეძავი ხდება. ამ სიუჟეტზე ფილმიც არის გადაღებული და იქაც მთავარ როლს ლავ ჰიუიტი ასრულებს, თუმცა სერიალი მხატვრული ფილმისგან მაინც რადიკალურად განსხვავებული იქნება. ტელეპროექტში ჯენიფერ ლავ ჰიუიტს პარტნიორობას კოლინ ეგლსფილდი, სიბილ შეპერდი და ნატური ნოტონი გაუწევენ. სერიალი ამერიკული არხის ეთერში მარტიდან გავა, ჩვენ კი ჯერჯერობით სარეკლამო ვიდეოს გთავაზობთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები