2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიანა და Coldplay ერთად იმღერებენ

ჩამოტვირთვა

პოპ-მომღერალი რიანა და ჯგუფი Coldplay მუსიკალური "გრემის" გადაცემის ცერემონიაზე ერთად იმღერებენ. რა კომპოზიციას შეასრულებს მომღერალი, ჯერჯერობით უცნობია. რიანასა და Coldplay-სთვის ეს თანამშრომლობის პირველი მცდელობა არ არის. პოპ-მომღერალი Coldplay-ის ბოლო ალბომის "Mylo Xyloto" ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას. რიანას ხმა სიმღერაში"Princess of China"ისმის. ”გრემის” გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში სერ პოლ მაკარტნიც მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ტეილორ სვიფტი, Foo Fighters, ნიკი მინაჟი, ბრუნო მარსი, კელი კლარკსონი იმღერებენ. ცერემონიას LL Cool J-ი წაიყვანს. ”გრემის" გადაცემის ცერემონია 12 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, Nokia Theatre-ში ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები