2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმდიდრესი ადამიანებისთვის ცალკე სოციალური ქსელი იქმნება

ჩამოტვირთვა

დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე მდიდარი ადამიანებისათვის ახალი სოციალური ქსელის შექმნის თაობაზეც იმსჯელეს. მათი აზრით მდიდრები რიგითი ადამიანებისაგან არამარტო რეალურ ცხოვრებაში, არამედ კიბერსივრცეშიც უნდა გამოირჩეოდნენ ქსელის შექმნის ინიციატორი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Tibco-ს დამფუძნებელი, ვივეკ რანადივია. რანადივის ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი, კლაუს შვაბიც. მისი აზრით, პირველ ეტაპზე ახალშექმნილ სოციალურ ქსელში მსოფლიოს 200 ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი უნდა გაერთიანდეს. რანადივის თქმით, ასეთი გაერთიანებები ”მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის” საშუალებას მისცემს. მათ მარტივად შეეძლებათ, გლობალური პრობლემების მოგვარებისთვის თავიანთი ძალისხმევა გააერთიანონ. ახალი ქსელი TopCom ”ფეისბუქის”, ”ტვიტერის” და ”სკაიპის” შესაძლებლობებს მოიცავს. რანადივი ირწმუნება, რომ ის საიმედოდ იქნება დაცული. ქსელი მუშაობას ფორუმის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები