2 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გერმანიაში ქალწულობის გაყიდვა იბეგრება

ჩამოტვირთვა

რუმინელ სტუდენტს ალინა პარსეას, რომელმაც ქალწულობა ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით გაყიდა, სახელმწიფომ მოგების გადასახადი დააკისრა. ალინა გერმანიაში სტუდენტური ვიზით იმყოფება, რომელიც მას საშუალებას აძლევს, საცხოვრებლისა და საკვების ფული ნებისმიერი გზით იშოვოს. მან კი ფულის შოვნის ყველაზე სწრაფ მეთოდად ქალიშვილობის გაყიდვა მიიჩნია და ეს "საგანძური" ინტერნეტ-აუქციონზე 10 000 ევროდ შეაფასა. ადგილობრივმა საგადასახადო სამსახურმა, ეს საქციელი პროსტიტუციას მიაწერა. მაღალჩინოსნებმა ისიც აღნიშნეს, რომ საქმე ფინანსურ და არა მორალურ მხარეს ეხება. გერმანიის საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გოგონას მიღებული თანხის 50%-ის სახელმწიფოსთვის დათმობა მოუწევს. გერმანიაში სხეულით ვაჭრობა ლეგალური 2001 წლიდან არის. გერმანელ მეძავებს სამედიცინო დაზღვევა, პენსია და საკუთარი პროფკავშირიც კი აქვთ. თუმცა კანონი ადამიანებით ვაჭრობასა და მეძავობის იძულებას კრძალავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები