2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Human rights watch რუსეთის დუმის არჩევნებს აკრიტიკებს

ჩამოტვირთვა

"ჰიუმან რაითს ვოჩი" რუსეთში ჩატარებულ დუმის არჩევნებს აკრიტიკებს. დასკვნაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ რუსეთში რჩება თავისუფალი შეკრების პრობლემა, რთულია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული მდგომარეობაც. "განცხადება იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, აფიქრებინებს ანალიტიკოსებს, რომ მისი გამარჯვება წინასწარაა დაგეგმილი. ეს ყველაფერი პოლიტიკურ რეფორმებს უშლის ხელს", - ნათქვამია დასკვნაში. "ჰიუმან რაითს ვოჩი" ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არ მისცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირების საშუალება. "ძალადობრივი დამოკიდებულება უფლებათა დამცველებისადმი, უკანონობა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში აქტივისტების წინააღმდეგ ხორციელდება, ძალადობა და მკვლელობები - ეს ყველაფერი საშინელი ფაქტებია და სიტუაცია ამ მხრივ არ იცვლება. ზედაპირულია რუსეთის თანამშრომლობაც საერთაშორისო უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან", - აღნიშნულია დასკვნაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები