2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკავშირი ირანულ ნავთობს ემბარგოს 23 იანვარს დაუწესებს

ჩამოტვირთვა

ევროკავშირი ირანულ ნავთობს ემბარგოს 23 იანვარს დაუწესებს. ამ ინფომრაციას სააგენტო "იტარ-ტასი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. "იტარ-ტასის" ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 30 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა, სამიტის თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია. როგორც ცნობილია, ამერიკა და ევროპის წამყვანი ქვეყნები კატეგორიულად ითხოვენ ირანის ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თავის მხრივ კი, ირანი იმუქრება, რომ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ორმუზის სრუტეს გადაკეტავს. ორმუზის სრუტით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის 40%-ს ექსპორტი ხორციელდება. ორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში ვაშინგტონი ირანს ძალის გამოყენებით ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები