2 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გერმანელმა ოსტატმა"კამასუტრას" საწოლი შექმნა

ჩამოტვირთვა

გერმანელმა ოსტატმა დიტერ შპორლედერმა "კამასუტრას" საწოლი შექმნა. უჩვეულო საწოლს ფალოსის ფორმის 2,60 სმ სიმაღლის სვეტები ამშვენებს, მის პერიმეტრზე კი სიყვარულის უძველესი წიგნიდან - კამასუტრადან სექსუალური პოზების ამსახველი 168 ნახატია განლაგებული. 51 წლის დიტერ შპორლედერს ამ ”სასიყვარულო საწოლის” დამზადებაზე 3 000 საათი დასჭირდა. როგორც თავად დიტერი აცხადებს, ხეზე კვეთა მისი ძირითადი საქმიანობა არ არის, ეს მისი ჰობია. "ყველაფერი, რაც დამჭირდა, თავად მოვიძიე", - აცხადებს დიტერი. როდესაც ოსტატმა საკუთარი შედევრი მეგობრებს აჩვენა, მათ საწოლის სარფიანად გაყიდვა ურჩიეს. დიტერმა საწოლი უფასო განცხადებების საიტზე გაიტანა. საკუთარი ნამუშევრისთვის შპორლედერი 763 000 ევროს ითხოვს. "ვიაგრა საჭირო აღარ არის, - ამბობს დიტერი, - კამასუტრა შენს თვალწინაა!" შესაძლებელია თუ არა ასეთ საწოლში მშვიდად გამოძინება, ეს უკვე სხვა საკითხია, რომელზეც "კამასუტრას საწოლის" ავტორს პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები