2 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაზე დაბალი ადამიანი - 18 წლის ინდოელი გოგონა

ჩამოტვირთვა

18 წლის ჯოტი ამჯეს სიმაღლე 62,8 სანტიმეტრია, გოგონა რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალი. ტიტულის ყოფილი მფლობელი 69 სანტიმეტრ სიმაღლის ამერიკელი ბრიჯეტ ჯორდანი იყო. ექიმების განცხადებით, ინდოელი გოგონა ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი სანტიმეტრით გაიზარდა და მეტი აღარ გაიზრდება. გოგონა კარლოკის ახონდროპლაზიით არის დაავადებული. საკუთარი მდგომარეობის მიუხედავად ის ძალიან ხალისიანია, უყვარს მაღაზიებში სიარული და შოპინგი. მან მსახიობობა გადაწყვიტა და მომავალ წელს უკვე დაგეგმილი აქვს ბოლივუდში ინდურ ფილმში მონაწილეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები