0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის ერთ–ერთ ზოოპარკში ვეფხვი ბავშვს თავს დაესხა

ჩამოტვირთვა

რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშენსკას ზოოპარკში ვეფხვი ბავშვს დაესხა თავს. როგორც ირკვევა, სამი წლის ტიმოფეი მშობლებმა ზოოპარკში ვეფხვის გალიასთან ძალიან ახლოს მიიყვანეს, რათა ეგზოტიკურ ცხოველთან მისთვის სურათი გადაეღოთ. ბავშვს არ ეშინოდა, გამხიარულდა და შეძახილები დაიწყო, რითაც ვეფხვის ყურადღება მიიპყრო და ცხოველი გააღიზიანა. ვეფხვი გალიიდან გადმოხტა, პატარას თათი ჩასცხო თავში. ბავშვის, მშობლებისა და გარშემომყოფთა ყვირილსა და ხმაურზე ზოოპარკის დაცვა სასწრაფოდ გალიასთან მივიდა, ვეფხვს თავში დიდი ჯოხი ჩაარტყეს და გამხეცებულ ცხოველს აღარ მისცეს საშუალება ბავშვი დაეშავებინა. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია უკვე გაუკეთეს, მისი მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ რთულია. მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები