მსოფლიო
დაპირისპირება ნიგერიაში
2012-01-04 13:40:26
ჩამოტვირთვა
დაპირისპირება ნიგერიაში- ადგილობრივი ისლამისტები ქრისტიანებს ქვეყნის ჩრდილოეთის დასატოვებლად 3 დღეს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებით იმუქრებიან.
ულტიმატუმი ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ”ბოკო-ჰარამის” ლიდერმა ერთ-ერთ ნიგერიულ რადიოსადგურთან ინტერვიუში გაახმიანა. ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონებში უკვე დაიწყეს ქრისტიანების კუთვნილი მაღაზიების დარბევა. დამწვარია ასეულობით შენობა, მოსახლეობის ნაწილმა კი აღნიშნული ტერიტორია უკვე დატოვა.
ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ”ბოკო ჰარამი” ნიგერიის სამხრეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, რომელიც უმეტესად მუსულმანებით არის დასახლებული.
კომენტარები