2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთი დღე რუსეთში მასშტაბურ დემონსტრაციამდე

ჩამოტვირთვა

108 ქალაქი და 15 ქვეყანა - რუსეთში დაგეგმილ მასშტაბურ აქციებამდე ერთი დღე რჩება. უკვე ცნობილია, რომ სულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობაზე სურვილი 500 ათასზე მეტმა ადამიანმა განაცხადა, მათ შორის სოლიდარობის აქციები გაიმართება იაპონიაში, შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში. მოსკოვში კი მიტინგის ჩატარების ნებართვა კრემლმა მხოლოდ 40 ათას ადამიანზე გასცა, თუმცა ოპოზიციის ლიდერები გაცილებით მეტი მხარდამჭერის შეკრებას პროგნოზირებენ. სახაროვის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულია შინაგანი ჯარის ნაწილები, სპეცტექნიკა და სამხედრო მანქანები. სხვადასხვა ქალაქში აქციების ჩასაშლელად აქტივისტების მასობრივი დევნა, დაშინება და დაკავებები გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები