2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრემის ისტორია და ფილმში აღბეჭდილი მტკივნეული წარსული

ჩამოტვირთვა

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი - ასე უწოდეს გრემის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც დღეისთვის მთლიანადაა დასრულებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყვარელში, განახლებული არქიტექტურული კომპლექსის პრეზენტაცია და თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის- „გრემის ისტორია“- პრემიერა გაიმართა. ფილმის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გატარებულ სამუშაოებს თავად გაცნობოდნენ. სარეაბილიტაციო ღონისძიებები კომპლექსში ერთი წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მთლიანად აღდგა მთავარანგელოზის კომპლექსში შემავალი ყველა არქიტექტურული ძეგლი, მთავარანგელოზის ეკლესია, სამეფო რეზიდენცია, სამრეკლო, გალავანი და უძველესი მარანი. განახლდა გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი-ქულბაქები, თარსა გალავანი. აღდგა ნაქალაქარის გუმბათჩამოშლილი ეკლესია, გაითხარა და კონსერვაცია ჩაუტარდა სავაჭრო უბნის აბანოსა და ქარვასლას. ტრადიციულად დიდი გამოხმაურება და ოვაციები მოჰყვა თომა ჩაგელიშვილის ფილმის „გრემის ისტორიის“ ჩვენებას. რეჟისორმა 30 წუთიან ფილმში ზუსტად და დეტალურად გადმოსცა ქალაქ გრემის 150 წლიანი განვითარება- უძველესი ქალაქის დიდებისა და დაცემის ისტორია. ფილმის ნახვის შემდეგ უემოციოდ არც ერთი მაყურებელი არ დარჩენილა. „გრემის ისტორიის“ ნახვისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, შორეულ წარსულში იმოგზაუროთ. რაც მთავარია დოკუმენტურ ფილმს არამარტო ისტორიული, არამედ შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრემში მთლიანადაა მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგენილია გზები, გვირაბი და დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები, რაც დამთვალიერებელს საინტერესო და სასიამოვნო ექსპედიციის მოწყობაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები