2 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოეწერა

ჩამოტვირთვა

ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე 18- წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. რუსეთის მხრიდან ოქმს ხელი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა მოაწერა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან კი- მისმა ხელმძღვანელმა. სახელმწიფო დუმის მიერ ოქმის რატიფიცირებიდან 30 დღის შემდეგ რუსეთი ოფიციალურად გახდება ორგანიზაციის წევრი. დოკუმენტში, რომელსაც მოსკოვმა ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ხელი ამერიკისა და ევროპის ზეწოლის შედეგად მოაწერა, დაფიქსირებულია ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტვირთების მონიტორინგს და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას გულისხმობს. 1993 წლის შემდეგ საქართველო ამ ტვირთების გაკონტროლებას პირველად მოახერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები